Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოკუპანტს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უკვე გამოყენებული აქვს სათავისოდ – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები

მარშალ პრესი 03/09/2025
dimitri khundadze

„[საგამოძიებო კომისიის დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები] ოკუპანტს, სამწუხაროდ, უკვე გამოყენებული აქვს – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. [ამაში კი ხელი შეუწყო „ნაცმოძრაობის“ იმ დროინდელმა ხელისუფლებამ], მათ შორის, იმით, რომ კოდორის ხეობის მცველებს აჰყარა იარაღი და ასევე, მძიმე ტექნიკა – ოფიციალური, საჯარისო ფორმირებები შეიყვანა იქ, რითაც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დაარღვია, ამით კი ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპანტს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა კითხვაზე პასუხისას, ხომ არ გამოიყენებს ოკუპანტი ქვეყანა საგამოძიებო კომისიის ანგარიშს სათავისოდ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელმა ხელისუფლებამ აშკარად იცოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა, თუმცა მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

„უნდა ვახსენოთ ახალგორის თემაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აქეთ დაგვაყვედრა – ქვების გროვა იყო, რატომ გწყდებათ გულიო. ახალგორის ნაწილი აღმოჩნდა ისე ოკუპირებული, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი რგოლის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები კონკრეტული ადგილიდან გამოჰქონდათ. ანუ, მათ წინასწარ იცოდნენ მოვლენების განვითარების შესახებ, თუმცა ამასთან დაკავშირებით იქაური მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. გენშტაბის წარმომადგენლობამ ეს შეცდომად შეფუთა, თუმცა, რეალურად, ამას მხოლოდ მინიმალური კომუნიკაცია სჭირდებოდა, რათა არ ყოფილიყო ამდენი მსხვერპლი.

მსხვერპლს ვინ ჩივის, გმირ მებრძოლებს – სამხედროებს დააბრალეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დაწყება, რის შემდეგაც, ძალიან ბევრმა მათგანმა საპყრობილეში ამოჰყო თავი. არადა, ისინი, უბრალოდ, სამშობლოს იცავდნენ, ამ ფონზე კი მათ სხვისი შეცდომა შეაწმინდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა
Next: საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.