Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას

მარშალ პრესი 03/09/2025
gia abashidze

“დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაყვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.

„”დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი. ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაყვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება. ამას უტიფრად გველაპარაკებიან ვაშინგტონიდან, როცა 2024 წლის მონაცემებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა (ექსპორტი + იმპორტი) დაახლოებით 582 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული და ეს მრავალჯერ თქვა ოფიციალურმა თბილისმა. მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას. საქართველოს ხელისუფლება მოთმინების რეჟიმშია.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ოკუპანტს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უკვე გამოყენებული აქვს სათავისოდ – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები
Next: მამუკა მდინარაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი და უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.