Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 03/09/2025
541244934_1674659709865289_8998300456838151181_n

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა აფრიკის დასახლებაში არსებულ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, სადაც კანდიდატმა ადგილობრივებისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და ამ პრობლემების გადაჭრის გზები დასახა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობას ძირითადად კორპუსების გადახურვა, ახალი რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია, ასევე, მიუსაფარი ძაღლების პრობლემები აწუხებთ. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ დასახელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო რაც შეეხება მიუსაფარი ცხოველების პრობლემას, ეს არა მხოლოდ სამგორის, არამედ მთელი თბილისის პრობლემაა და რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში გატარების შედეგად ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
Next: ოკუპანტს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უკვე გამოყენებული აქვს სათავისოდ – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.