Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება

მარშალ პრესი 22/06/2022
პენიტენციური სამსახური

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

„მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა ვივა-მედში მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე პოზიტიური რაც მოხდა, ევროპამ პირველად აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და ქართველ ხალხს
Next: ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია, ეს არის ის საკითხი, რომელიც პირველ პუნქტად არის აღნიშნული ევროპული კომისიის დოკუმენტში, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ყოველწუთიერად არღვევს ამ მოთხოვნას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.