Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე პოზიტიური რაც მოხდა, ევროპამ პირველად აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და ქართველ ხალხს

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მე ჩემი გამოსვლა დავიწყე სწორედ იმ მიღწევებით იმ კონკრეტული, რეალური მიღწევებით რომლებიც ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით, მუშაობით ერთგულებით ჩვენი ქვეყნისადმი, ხალხისადმი, ევროპული ინტეგრაციისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი დავამტკიცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ჩემს გამოსვლაში ძვირფასო დეპუტატებო დეტალურად ავხსენი ყველა ის საჯაროდ ნახსენები მიზეზი თუ დაფარული მიზეზიც, ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ რის გამოც საქართველოსთან მიმართებაში მსუბუქად, რომ ვთქვა უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც შეეხებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. და მე ჩემი გამოსვლა დავიწყე სწორედ იმ მიღწევებით იმ კონკრეტული, რეალური მიღწევებით რომლებიც ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით, მუშაობით ერთგულებით ჩვენი ქვეყნისადმი, ხალხისადმი, ევროპული ინტეგრაციისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი დავამტკიცეთ.

ყველა ის რეიტინგი, ყველა ის მიღწევა რა თქმა უნდა ამ 10 წლიანი შრომის დამადასტურებელია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ყველაზე პოზიტიური რაც მოხდა პირველად ევროპამ აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და ქართველ ხალხს ეს რა თქმა უნდა არის მოსალოცი გადაწყვეტილება. ამ პროცესს რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ შეუქცევადი ვიმეორებ ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო რეჟიმით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადით მიღებული ევროპული პერსპექტივით და დათქმებით მოცემული კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. ზიანი სახეზეა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად ავუხსენით ხალხს, რომ სამწუხაროდ შიდა და გარე მტრებმა, არ მოვერიდები ამის თქმას მეხუთე კოლონამ, მეხუთე კოლონამ, დიახაც და ჩემმა მეგობარმა, ირაკლიმ თქვა რომ შულავერის კომიტეტმა, დიახაც მეგობრებო. როდესაც ქვეყანა ომშია და ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქ რომელიღაც დესტრუქციული ძალა და მით უმეტეს ყველაზე ანტიევროპული, ყველაზე ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული ძალა ვინც ამ 20 პროცენტის ოკუპაცია თავისი უგუნური პოლიტიკით მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს დღეს გამოდიან, ბედავენ არეულობის შემოტანაზე, დესქტურქციაზე დესტაბილიზაციაზე. ამ მიზნით იყო, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ხალხს, შემოიპარა სამარცხვინოდ ყოფილი პრეზიდენტი, პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი რომ მოეხდინა ერთადერთი რამ – რევოლუცია. და რევოულიციას როცა ახდენ, არეულობას როცა ახდენ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტში დგას რუსული ჯარი, ამ შენობიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში ეს არის თუ არა პირდაპირი პრო

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე: ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რათა უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახური: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025