Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია, ეს არის ის საკითხი, რომელიც პირველ პუნქტად არის აღნიშნული ევროპული კომისიის დოკუმენტში, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ყოველწუთიერად არღვევს ამ მოთხოვნას

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი კობახიძე

პოლარიზაცია, ეს არის ის საკითხი, რომელიც პირველ პუნქტად არის აღნიშნული ევროპული კომისიის დოკუმენტში, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი ყოველწუთიერად არღვევს ამ პირველივე მოთხოვნას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს პოლარიზაციის გასაღრმავებლად.

„ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ოპოზიციამ, თუმცა პირველ რიგში სწორედ ამ პუნქტს არ ასრულებს და ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს პოლარიზაცია, დაპირისპირება, მღელვარება საზოგადოებაში. თუმცა ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, რომელსაც ისინი ამჟამად ახორციელებენ.

არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანას გავუფრთხილდეთ. ჩვენ მაქსიმალურად, ხანდახან ვეფერებით ხოლმე კრიმინალებს, პირდაპირ ვიტყვი, იმ ოპოზიციას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული. და არამარტო წარსული, კრიმინალური აწმყო და კრიმინალური მომავალი.

როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის დანაყოფებზე, სატელიტებზე, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული რისკები ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად. მათი ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ უნდა გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება.

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი. ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მაგრამ თქვენ რომ მონაწილეობდით ამ გეგმის შედგენაში, ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და ენჯეოებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სცხია ევროპულობის და აქედან გამომდინარე, ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაში.

„თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის, არანაირი ფორმით არ გავხართ თქვენ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს, მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ არაფერი გცხიათ ევროპულობის და აქედან გამომდინარე, ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა, ერთადერთი, თუ სადმე გვაქვს უკუსვლა ჩვენ ქვეყანაში, ეს არის სწორედ ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროევროპულ, პროდასავლურ, ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც აუცილებლად გამოსწორდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება
Next: პრემიერი: ჩვენ შევეცდებით ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.