Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში

მარშალ პრესი 26/08/2025
davit chikhelidze

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება. ერთ მხარეს დგას დიპლომატია – დაახლოებით 170 საელჩო და 270 დიპლომატიური წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში. მეორე მხარეს კი — 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში. ეს შედარება თვალსაჩინოდ ცხადყოფს: ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო დიდ ენერგიას, რესურსსა და ძალისხმევას დებს ომის ინფრასტრუქტურაში, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში. საელჩო იქმნება იმისთვის, რომ ხალხებს შორის ხიდი აშენდეს, განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩატარდეს დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საელჩო სიმბოლურად წარმოადგენს დიპლომატიას — სიტყვით და მოლაპარაკებით პრობლემების გადაჭრას – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამხედრო ბაზა საპირისპიროა – ეს არის ოკუპაციის, ძალადობის და შიშის სიმბოლო. მისი არსი არა დიალოგი და თანასწორობა, არამედ კონტროლი, იარაღის გადანაწილება და ძალის დემონსტრირებაა.

„აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება. ერთ მხარეს დგას დიპლომატია – დაახლოებით 170 საელჩო და 270 დიპლომატიური წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში. მეორე მხარეს კი — 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში. ეს შედარება თვალსაჩინოდ ცხადყოფს: ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო დიდ ენერგიას, რესურსსა და ძალისხმევას დებს ომის ინფრასტრუქტურაში, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში. საელჩო იქმნება იმისთვის, რომ ხალხებს შორის ხიდი აშენდეს, განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩატარდეს დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საელჩო სიმბოლურად წარმოადგენს დიპლომატიას — სიტყვით და მოლაპარაკებით პრობლემების გადაჭრას. სამხედრო ბაზა კი საპირისპიროა — ეს არის ოკუპაციის, ძალადობის და შიშის სიმბოლო. მისი არსი არა დიალოგი და თანასწორობა, არამედ კონტროლი, იარაღის გადანაწილება და ძალის დემონსტრირებაა. სადაც საელჩო შეიძლება ემსახურებოდეს მეგობრობის გაღრმავებას, იქ ბაზა ამყარებს ამერიკულ ჰეგემონიას და სახელმწიფოებს „გეოპოლიტიკური მძევლების“ მდგომარეობაში აყენებს. რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს: აშშ არა მშვიდობის არქიტექტორია, არამედ ომის დისტრიბუტორია. მისი მთავარი ექსპორტი არის კონფლიქტი, ნგრევა და სიკვდილი. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოებაზე მხოლოდ საკუთარ საზღვრებში ზრუნავს, ეს არის გლობალური ძალა, რომელიც მთელი პლანეტის მასშტაბით, ომის ქსელს აშენებს. ამგვარი ბალანსი ცხადყოფს, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავდება იმ სახისგან, რომლის წარმოჩენასაც აშშ ცდილობს. ის ცდილობს გვაჩვენოს, რომ მსოფლიოს აწვდის „დემოკრატიას“ და „თავისუფლებას“, მაგრამ ამის უკან იკვეთება ძალადობა, ომები და სისხლი. მშვიდობის ნაცვლად, ამერიკის გლობალური ინფრასტრუქტურა ავრცელებს ოკუპაციას, დაპირისპირებას, ნგრევას და სიკვდილის.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს “ოცნება” წავაო – კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
Next: სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.