
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავდროულად კი ამბობს, რომ 3 ოქტომბერს “ქართული ოცნება” წავა, რითაც დასტურდება, რომ ოპოზიციამ თავად არ იცის, რას აკეთებს.
“პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს – 3 ოქტომბერს ოცნება წავაო. კიდევ ერთხელ დასტურდება, ის რომ – რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან.” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.