Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

მარშალ პრესი 26/08/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ტრამპმა გამოხატა მზადყოფნა შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რადგან, მისი თქმით, მათ შორის „ძალიან კარგი ურთიერთობა“ შენარჩუნდა“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ დონალდ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში ჩართვა სთხოვა. დავით ქართველიშვილმა განმარტა, რომ თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმები ამავე ტემპს შეინარჩუნებს, შემდეგი საქართველო იქნება.

„მორიგი შენატანი ტრამპის სამშვიდობო ყულაბაში: ვაშინგტონში ჩატარებულ შეხვედრაზე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ ტრამპს მიმართა თხოვნით, რომ მან ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. მან ხუმრობითაც კი ახსენა იდეა ჩრდილოეთ კორეაში “Trump Tower”-ის აშენების შესახებ და ერთობლივი გოლფის თამაშიც კი დაასახელა მშვიდობის სიმბოლოდ.

ტრამპმა გამოხატა მზადყოფნა შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რადგან, მისი თქმით, მათ შორის „ძალიან კარგი ურთიერთობა“ შენარჩუნდა. ყველას გვახსოვს ორი ქვეყნის ლიდერის 2018 წლის (სინგაპურში) და 2019 წლის (ვიეტნამში) ჩატარებული შეხვედრები. ასევე განხილულ იქნა ისეთი მსხვილი სამხედრო ობიექტების იჯარის გადახედვის შესაძლებლობა, როგორიცაა ოსანის ბაზა: ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უარი თქვას იჯარაზე და გახდეს მიწის მფლობელი, სადაც ეს დიდი ბაზა მდებარეობს.

ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს. ღმერთმა ქნას…“- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
Next: აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რამდენიმე ენერგეტიკული შეთანხმება განიხილეს, მათ შორის, პროექტი Arctic LNG-2, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.