Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

მარშალ პრესი 25/08/2025
535203207_1495565204907052_1102798977556902456_n

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოქმედი მოადგილე, მინდია ჟღერია, წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა, ბევრ სოფელში მოეწყო ცენტრალური და შიდა გზები, სპორტული ინფრასტრუქტურა და საბავშვო სივრცეები, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად აქტიურ მუშაობას აპირებს. “ძალიან ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ბევრ სოფელს არ ჰქონდა მოწესრიგებული მისასვლელი გზა, არ ჰქონდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ სოფელში მოეწყო შიდა და ცენტრალური გზები, საბავშვო-გასართობი სივრცეები.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ჩოხატაურში განხორციელდა, იყო ხელოვნების სასახლის მშენებლობა. აღმშენებლობის და გაკეთებული საქმეების გარდა, კიდევ გვრჩება ბევრი გამოწვევა, ეს შეეხება სასმელი წყლით მომარაგებას, ასევე არის რამდენიმე სოფელი დარჩენილი, სადაც შიდა გზების პრობლემებია და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.” – განაცხადა მინდია ჟღერიამ.

Post navigation

Previous: ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი
Next: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.