Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი

მარშალ პრესი 25/08/2025
archil kalandia

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის. მოხარულები ვართ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი და ამა წლის ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეისები ანკარასა და თბილისს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას“,- ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ , თბილისსა და ანკარას შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ კალანდიამ ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარული ავიარეისების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მოგეხსენებათ შარშან 1 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია თურქეთიდან საქართველოს, გარდა ამისა გააქტიურდება ბიზნესკონტაქტები, კიდევ უფრო გაუადვილდებათ ქართველ ტურისტებს ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე წვდომა, ანკარისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობა. ასევე მნიშვნელოვანია სამეციდინო ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ანკარის შესაბამის კლინიკებთან. ასე რომ, ყოველმხრივ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია აღნიშნული პირდაპირი ავიამიმოსლის აღდგენა“,- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე
Next: “ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.