Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

მარშალ პრესი 25/08/2025
161

დიდი გამოწვევაა, იყო შენი ქალაქის მერი უკვე მესამე მოწვევის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ აქვს ერთი დიდი დადებითი, იმიტომ რომ გაქვს კიდევ ერთხელ შანსი ემსახურო შენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს, შენს ქალაქს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტდარბაზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს მზად იქნება და უმასპინძლებს ნებისმიერ საერთაშორისო დონის ტურნირს.

„ახალგაზრდობისგან და ზოგადად საზოგადოებისგან დიდი დაკვეთა იყო წლების განმავლობაში სპორტული კომპლექსი არ ჰქონია მუნიციპალიტეტს. უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სპორტული, მულტიფუნქციური, დარბაზის მშენებლობა. შენობა შედგება ორი დარბაზისგან, როგორც მცირე, ისე დიდი დარბაზისგან. შენობა წლის ბოლოს მზად იქნება, რომ უმასპინძლოს ნებისმიერი საერთაშორისო დონის ტურნირს. აქ შესაძლებელია გაიმართოს შეჯიბრი როგორც ფეხბურთში, ისე ჭიდაობაში, კარატესა და სხვადასხვა სპორტის სახეობებში. დარბაზი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით მისი მერობის მესამე ვადაში რულად იქნება ამოწურული მუნიციპალიტეტში დარჩენილი გამოწვევები.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი და ჩემი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გავაგრძელო, მესამედ, ჩემი მუნიციპალიტეტის მერობა ესეც ამყარებს იმას, რომ ის გამოწვევები, რომელიც არის დარჩენილი მუნიციპალიტეტის წინაშე ბოლომდე იქნას ამოწურული“, – აცხადებს ალექსანდრე სარიშვილი.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად
Next: ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.