Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

მარშალ პრესი 22/08/2025
104

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. წვევამდელები, საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ.

საქართველოს მასშტაბით სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს. ახალგაზრდები ცენტრებში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდნენ. დამშვიდობებისა და ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ წვევამდელები, თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფით ვაზიანისა და ახალქალაქის ქვედანაყოფებში განაწილდნენ.

Post navigation

Previous: IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში
Next: ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ – დავით მათიკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.