Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

მარშალ პრესი 22/08/2025
GIORGI CHAKVETADZE

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დარჩენილი ხაბეიშვილის – ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ. უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოვუწოდებ, რომ სანამ რაიმე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამ ადამიანებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ როგორმე განახორციელონ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი. ასე რომ, მათი ეს მცდელობებო განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა
Next: 8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.