Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ – დავით მათიკაშვილი

მარშალ პრესი 22/08/2025
david matikashvili

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროკომისია და ევროპული, ცალკეული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები საქართველოს და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ.

მათიკაშვილის შეფასებით, აქედანვე ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, ევროჩინოსნებს აკლიათ სუვერენიტეტი და ისინი ევროკავშირის ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ.

“როდესაც ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს შესაბამის დასკვნას, სადაც 10-ბალიანი სისტემიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით 6.63, დაახლოებით 7 ქულამდე იღებს საქართველო და უსწრებს ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებზე აღარ არის საუბარი. საქართველო, ამ დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით, ოცეულშია ევროპაში. როდესაც ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების ესოდენ მაღალი შეფასება, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით და მეორე ხელით, ევროკომისია და ევროპული, ცალკეული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრებიან და აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, იმ ფონზე, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და აგენტურა დააბრუნოს ხელისუფლებაში. აქედანვე ხომ ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, დღეს, ევროჩინოსნებს აკლიათ სუვერენიტეტი და ისინი ევროკავშირის ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. ამ შეფასებით, საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

Post navigation

Previous: 8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს
Next: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.