Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით

მარშალ პრესი 19/08/2025
konstantine buzaladze

გორის მუნიციპალიტეტში, ტანას ხეობაში, კონკრეტულად სოფელ ბიისში, მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის. დაახლოებით 400-ზე მეტ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდში დაესვენა, გასცნობოდა სამთო ტურიზმს, საბანაკე ცხოვრებას, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძემ განაცხადა. ბუზალაძემ მადლობა გადაუხადა ბანაკის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მომავალში მხარს დაუჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისკენ იქნება მიმართული.

“ბიისის ბანაკის გარდა, გორის მუნიციპალიტეტი ასევე აფინანსებს ბაკურიანის ბანაკს. სამომავლოდ კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება, რომელიც ბავშვებზე, ახალგაზრდებზე მორგებული იქნება.მინდა, მადლობა გადავუხადო ბანაკის ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბავშვების განწყობაზე ზრუნავდა. სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც განავითარებს ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობას სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.” – განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

Continue Reading

Previous: ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა
Next: ინვესტიცია სპორტში არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025