Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

მარშალ პრესი 19/08/2025
533409028_1705913190060057_6646581004801363247_n

ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა.

მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს.

,,გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ უნიკალურ მთის კურორტზე, ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებებით აღვნიშნავთ.

დღეს აქ, მშვენიერ მთებში შეკრებილ ადამიანებს გვაერთიანებდა ის ტრადიციები, ურთიერთობა, რომლებმაც წლებს გაუძლო. სწორედ ეს ერთიანობა,ღირებულებები, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გვერდით იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მადლობა მათ ამ დღის გაზიარებისთვის. მათი თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტიმულია მთელი გურიისთვის, ჩვენი უმშვენიერესი მთის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ფერისცვალების დღესასწაულს. კეთილდღეობას, წარმატებას და მშვიდობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენ სამშობლოს საქართველოს”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს
Next: “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025