Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ინვესტიცია სპორტში არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში

მარშალ პრესი 20/08/2025
irakli kobakhidze

ინვესტიცია სპორტში – ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამავე დროს, სპორტის განვითარება ნიშნავს
ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის.

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად ბატონ რევაზ სოხაძეს. მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული სპორტკომპლექსის
მშენებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც არის ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან საიმედო პარტნიორი. კიდევ ერთხელ, მადლობა აზიის განვითარების ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის.

მჯერა, რომ ზუგდიდის ახალი სპორტკომპლექსი ხელს შეუწყობს ამ რეგიონში და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, მრავალი ახალი ჩემპიონის აღზრდას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სპორტკომპლექსის გახსნა და მინდა მშვიდობა და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით
Next: გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025