Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს

მარშალ პრესი 19/08/2025
4004

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა. მსვლელობა თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისის და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და  მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი  გაიარეს. მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი და სიმბოლურად, საქართველოს  სახელმწიფო დროშა აღმართეს.  

ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, მის დაბადების დღეზე იმართება.  სამხედრო მოსამსახურეები ამ ნაბიჯით ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ. სწორედ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობის სალაშქრო ბილიკი, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები სამი ეროვნული გმირის – მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულის და გიორგი ანწუხელიძის  სახელობის მწვერვალებს მოივლიან.

კავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 3.276.1 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2018 წელს ეწოდა.

Continue Reading

Previous: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს
Next: ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025