Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 19/08/2025
salia2

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიამ მოისმინა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ.

აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა; სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ხარისხის კონტროლს და მიზნობრივ ღონისძიებებს ამომრჩეველთა სიის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მაგალითია მიმდინარე აქცია, რომელიც 2025 წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადობის ელექტრონული მოწმობა ნახევარ ფასად მიიღონ.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობს როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

კომისია იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მოქმედებას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: ‪(+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

Continue Reading

Previous: არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის
Next: ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მოიფიქრეს ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025