Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის

მარშალ პრესი 19/08/2025
irakli kobakhidze
2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა.
„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის  ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო
Next: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025