Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მოიფიქრეს ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

მარშალ პრესი 19/08/2025
irakli kobakhidze

ლიეტუვაში მიჰყავთ  რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

„დიფ სტეიტი” განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდ ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭირვალობის კანონით, ე.წ. „ფარას“ კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით.

პოლარიზაცია არის რადიკალურად შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებას, დღეს ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ. თუმცა ხედავთ, რომ  მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს მართალაც შემაშფოთებელია“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
Next: 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი – ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.