Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

მარშალ პრესი 19/08/2025
05

სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა. ამჯერად, სამხედრო დღე ახალგაზრდულ ბანაკში მოეწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს.

შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.

ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.

Continue Reading

Previous: საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში , ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო
Next: არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025