Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოძმე საქართველომ მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია, მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების

მარშალ პრესი 22/06/2022
ანდრეი კასიანოვი

დღეს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანით თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში. ამას ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალ დონეზე, რაც ფაქტობრივად არის სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ამერიკულ ჰოსპიტალში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ქართველმა ექიმებმა დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი დასრულებისგან შორს არის. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილების ნაკადი კვლავ იზრდება რუსეთის მხრიდან უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ ჰუმანიტარული დერეფნების ბლოკადის გამო. მოძმე საქართველომ უკვე მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოქალაქეების დიდი რაოდენობის მიერ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ქართველმა ექიმებმა, მთავრობისგან რაიმე ინსტრუქციების ლოდინის გარეშე დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა – როგორც აქ, თბილისში, საქართველოში, ასევე კიევში. უკრაინის ძირითადი პარტნიორი – აშშ, უპრეცედენტო დახმარებას გვაძლევს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც. დღეს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანით თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში. ამას ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალ დონეზე, რაც ფაქტობრივად არის სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის ამერიკული ჰოსპიტალისთვის განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დახმარება ომის შედეგად დაჭრილი და დაშავებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების უკრაინის მნიშვნელოვანი და სისტემატური მხარდაჭერისთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კასიანოვმა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით (DFC) ახორციელებს.

Continue Reading

Previous: მოლდოვის ექს-პრეზიდენტმა რომ დაიწყოს სააკაშვილივით შიმშილის იმიტაცია და ითხოვოს, სხვა ქვეყანაში გადაყვანა, საინტერესოა ევროპელები რას იტყოდნენ?
Next: ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025