Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება

მარშალ პრესი 22/06/2022
ექადია

„ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“ – ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალ ქსელში წერს.

ექადიის ტყე-პარკი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდება, სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.

„ როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა. არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამებისა და ლამპიონების მონტაჟს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/messenger_media/?thread_id=100001627960568&attachment_id=461201935814440&message_id=mid.%24cAAAAAFjqnrSHt4JtyWBhj0hVataj

Post navigation

Previous: მოძმე საქართველომ მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია, მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების
Next: ექიმს ხომ არ დავუძახოთ? – ხატია დეკანოიძემ პარლამენტში წივილ-კივილი ატეხა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.