Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება

მარშალ პრესი 05/08/2025
irakli kobakhidze

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს, არის სრულიად არაჯანსაღი ულტიმატუმი.

„ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით. დღეს თუ, თეორიულად, დავთმობთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ კონკრეტული ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, ასევე სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირქსესიანთა წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას და ა.შ. მომავალში ასეთ რამ შეიძლება მოითხოვონ. ამას ვამბობდით წინასწარ და პრაქტიკულად, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც აღნიშნა, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ხვალ ასეთი მოთხოვნებიც შეიძლება დაგვიყენონ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება
Next: ხელვაჩაური მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025