Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

მარშალ პრესი 05/08/2025
irakli kobakhidze

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე – რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.

„ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი – რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი
Next: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025