Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 02/08/2025
1331

ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ახალწვეულები კაპელანმა თადეოზმა დალოცა. 

ღონისძიებას წვევამდელების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.

რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს.  სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გაწვევის ახალი სისტემის ფარგლებში, სავალდებულო გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითა და უქმე დღეებით ისარგებლებენ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გორის პირველ ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ.

Post navigation

Previous: გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება
Next: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.