Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება

მარშალ პრესი 02/08/2025
mikheil kavelashvili

გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა.  მისი განცხადებით, „შუამთობა“ არის მაგალითი თუ როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას.

 „გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა.  ამ მართლაც გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი ზემო აჭარლები.  საამაყო და  მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმიტომ, რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას

Post navigation

Previous: ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას
Next: წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.