Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

მარშალ პრესი 02/08/2025
irakli kobakhidze

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელჩის ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში.

„ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ ბოლნისში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის ოპოზიციურ აქტივობებშია პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც სამწუხაროდ ღრმად არის გადგმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს
Next: ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.