Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

მარშალ პრესი 01/08/2025
levan maxashvili

ასეთი ტიპის სიახლოვე, რა თქმა უნდა, არღვევს ხაზს ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას შორის, ერთი მხრივ დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის,- ასე ეხმიანება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ცოლს სახლი მიქირავებული აქვს გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერისთვის, რომლის დამადასტურებელი ქირავნობის ხელშეკრულებაც არ მოიპოვება.

მახაშვილის თქმით, პეტერ ფიშერისგან მსგავსი საქციელი მოულოდნელი არ ყოფილა, მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე. „სწორედ ამიტომაც მოვუწოდებდით ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან, ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია, ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის დარღვევა, არ იყოს პრობლემა დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Continue Reading

Previous: ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც
Next: გამოსავალი ნახა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025