Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

მარშალ პრესი 01/08/2025
archil gorduladze

ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და, რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?! – ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინა აქვს ნაქირავები. მისი თქმით, ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია.

„გერმანიის ელჩს, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრება აქვს ნაქირავები – ეს არახალია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ერთი წლის წინაც ჰქონდა ინფორმაცია. ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და, რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?! ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია. ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო-ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც.“ – განაცხადა გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს
Next: ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025