Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამოსავალი ნახა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ”

მარშალ პრესი 01/08/2025
archil gorduladze

გამოსავალი ნახა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” – მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, როდესაც დადასტურებულად არსებობს სასამართლოს განაჩენები ან აგენტურის წარმომადგენლები რომლებიც ჩადიან დანაშაულს, რომლებთან დაკავშირებითაც ისევ ან სასამართლოს განაჩენები არსებობს, ან ყველამ ვიხილეთ კადრები, შემდეგ, არის პასუხი ამ დანაშაულებზე, რომ თითქოს, ყველაფერი არის პოლიტიზებული და ყველაფერი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებმა ამ გზით მარტივი გამოსავალი იპოვეს და მათ მიერ დანაშაულების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ახალი არ არის, შესაბამისად, ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის და ლაშა ცანავას საქმეებს. “მარტივი გამოსავალია ნაპოვნი, ამით ცდილობენ, რომ საკუთარი წევრები, მათთან დაკავშირებული პირები ან აგენტურის წარმომადგენლები დაიცვან. ამ ადამიანებს ერთგვარი ინდულგენციის ყიდვა გამოსდით და ეს არახალია თან, ეს არ ეხება მხოლოდ ბაჩიაშვილს და ცანავას. არამხოლოდ საქართველოში მოქმედი აგენტურა ცდილობს, რომ საქმეების პოლიტიზირება მოახდინოს, არამედ, ამ ყველაფერში მათ მხარს უჭერენ სხვადასხვა უცხოური სახელი და გვარის მქონე მოქმედი დიპლომატები თუ მაღალი თანამდებობის პირები უცხოეთიდან.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა
Next: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025