Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

მარშალ პრესი 01/08/2025
mamuka mdinaradze

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, სიტყვა “დამხობა” ისეთი შინაარსისაა, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს,ოპონენტები კი ცდილობენ, რომ დამხობისკენ მოწოდება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, მშვიდობიანობის კონტექსტით დააზღვიონ.

„”მშვიდობიანი მკვლელობა” – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა “დამხობა” თავისი არსით, შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. “ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა” – შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? – ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: კანადის, ბრიტანეთისა და ზოგი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის შესაძლო აღიარება, პასუხია აშშ-ს ქმედებებზე. გარდა ამისა, ეს ქვეყნები “მიგრაციულ ტყვეობაშიც” არიან”
Next: ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025