Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანადის, ბრიტანეთისა და ზოგი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის შესაძლო აღიარება, პასუხია აშშ-ს ქმედებებზე. გარდა ამისა, ეს ქვეყნები “მიგრაციულ ტყვეობაშიც” არიან”

მარშალ პრესი 01/08/2025
tamar chiburdanidze

„ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ევროპა-ბრიტანეთის უიარაღოდ წარმოებულმა ომმა გადაფაროს. მითუმეტეს, ახალი სატარიფო პოლიტიკა აშშ-სგან ამ ქვეყნების მიმართ უკვე ამოქმედდა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტის თქმითვე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარება, პასუხია აშშ-ს ქმედებებზე.

„თანდათან იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვი, ვინც მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. პარალელურად, მწვავდება რეაქცია, როგორც ისრაელიდან, ასევე აშშ-დან. აქ გადამწყვეტი ტრამპის პოლიტიკაა. დღეს მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კანადის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის განცხადებები ამ საკითხზე უმნიშვნელოა, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ პალესტინის სახელმწიფოდ შექმნას, რომელსაც ასევე სჭირდება ისრაელის თანხმობა.

დიახ, ეს ასეა, თუმცა, მარკო რუბიოს გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამ კონკრეტულ ქვეყნებში მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინება. მართალია, კანადის, ბრიტანეთისა და ზოგი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის შესაძლო აღიარება პასუხია აშშ-ს ქმედებებზე მათ წინააღმდეგ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც მოქმედებს – ეს ქვეყნები “მიგრაციულ ტყვეობაში” არიან”. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ბოლო არჩევნებში გადამწყვეტი ხმები სწორედ იმიგრირებულ მუსლიმ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. პოლიტიკაში მხარდაჭერა ცალმხრივი არ არის, ის ვალდებულებაცაა და როგორც ჩანს, “ვალს” ამით იხდიან. თან ალბათ იმასაც თვლიან, რომ ეს ინიციატივა შემდეგ არჩევნებშიც გაამყარებს მათ ყოფნას პოლიტიკაში.

მიგრაციული პოლიტიკა ამ შემთხვევაში ძლიერი საყრდენია არსებული მმართველებისთვის ევროპაში, ბრიტანეთსა და კანადაშიც. ის, რაც დამღუპველია მათი გენოფონდისთვის, სასარგებლოა პირადი ინტერესებისთვის. ამისთვისაც დაიწყო მასშტაბური მიგრაციული ნაკადების მიღება ამ ქვეყნებში, რომ დღეს და ხვალაც გლობალისტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოეყენებინათ.

არ ვიცით, როგორ გადაწყდება პალესტინის ბედი, მაგრამ ფაქტია, დაუმორჩილებელი ევროპის, ბრიტანეთისა და კანადის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ ომს ამ ქვეყნებმა პალესტინის აღიარების მზაობით უპასუხეს. ვნახოთ, გამოიღებს თუ არა შედეგს მათგან ტრამპის “დაშინება”, მაგრამ ერთი კი ცხადია, ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ევროპა-ბრიტანეთის უიარაღოდ წარმოებულმა ომმა გადაფაროს. მითუმეტეს, ახალი სატარიფო პოლიტიკა აშშ-სგან ამ ქვეყნების მიმართ უკვე ამოქმედდა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს
Next: რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025