Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 31/07/2025
24

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ.

დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.

8-თვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

Continue Reading

Previous: ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა – ბექა ძამაშვილი
Next: სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025