Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა – ბექა ძამაშვილი

მარშალ პრესი 31/07/2025
beka dzamashvili

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა; ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა, მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.

განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე. საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე.

ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ ის რაიმე პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ასევე, ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად, მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. ალბათ, უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში. როდესაც ამდენ დავას წააგებ, ერთადერთი ისღა დაგრჩენია, რომ დისტანცირდე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაზე
Next: წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025