Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 31/07/2025
tamar chergoleishvili

სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ისე დაიბრუნებს პაატა ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გაიტაცა.

„ბიძინას დანიშნულ თარიღებში რომ „იბრუნებს“ ქვეყანას ეს კლოუნი, რომელიმე ჟურნალისტმა არ ჰკითხა, 1-მა ოქტომბერმა რა დააშავა? თუ რამის თავი აქვს, გაუგებარია, ბიძინას დანიშნული თარიღები რაში სჭირდება – 20 სექტემბერს რატომ არ იბრუნებს? „ქოცებს“, თუ უნდა, სალაპარაკო მისცეს, რომ 4 ოქტომბერს მაგათი ფარსის ჩაშლას ვაპირებთ? (25 ნოემბერი გაიხსენეთ, პირველი სესია რომ არ ჩაატარებინეს). სინამდვილეში ეს ტიპი მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში. მხოლოდ ამას ემსახურება ეს კლოუნადა. სალომე ზურაბიშვილსაც ამიტომ ურტყამდა ეს ხატმფრენი ვიგინდარა. ისე დაიბრუნებს ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ხაბეიშვილმა გაიტაცა მიშა „ვივამედიდან““, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.

Continue Reading

Previous: წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
Next: დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-14 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ არსებული მოსასვენებელი სივრცეები სრულად რეაბილიტირდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025