Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში. როდესაც ამდენ დავას წააგებ, ერთადერთი ისღა დაგრჩენია, რომ დისტანცირდე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაზე

მარშალ პრესი 31/07/2025
beka dzamashvili

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „ძლიერი საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ.

„ჩვენი მხრიდან გავრცელდა განცხადება, რა გადაწყვიტა არბიტრაჟმა. საუბარი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო იყო მართალი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ინვესტორებს, მომჩივნებს, და მათ ერთადერთი, რაც გააკეთეს, დაიწყეს მათი პარტნიორისგან თუ ყოფილი პარტნიორისგან დისტანცირება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამდენ დავას წააგებენ, ერთადერთი, ისღა დარჩენიათ, რომ დისტანცირდნენ. თითქოს მათი ინვესტორი, მათი პარტნიორი იყო ყველაფერში პასუხისმგებელი“,  –  განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩართული იყვნენ საარბიტრაჟო დავის პროცესში.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში, ალბათ, არ იტყვიან, რომ ამ განხილვებს ისინი, როგორც ტურისტები, ისე ესწრებოდნენ. აქამდე აცხადებდნენ, რომ 2 საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდნენ დავას და დღეს, გადაწყვეტილების შემდეგ დისტანცირება ნიშნავს იმას, რომ ეს მარცხი მათთვის ძალიან მტკივნეულია“. – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

Continue Reading

Previous: ლელოს, თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს
Next: ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა – ბექა ძამაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025