Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება

მარშალ პრესი 30/07/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიაში გამართულ პრაიდსა და 2025 წლის საახალწლო კონცერტის გაუქმება გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა – ახალი წელი ლგბტ-“გრინჩმა” მოჰპარა“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საახალწლო კონცერტის დაფინანსებაზე. „2025 წლის 26 ივლისს გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი, დევიზით „Never silent again!“ („აღარასდროს გავჩუმდებით!“), რაც ასახავს ქვეყანაში მზარდ შეშფოთებას დისკრიმინაციისა და ანტი-ლგბტ თავდასხმების მატების გამო. პრაიდი დაიწყო 12:00 საათზე Leipziger Straße-ზე, შემდეგ გაიარა Potsdamer Platz, Nollendorfplatz და Klingelhöferstraße და დასრულდა ბრანდენბურგის კარიბჭესთან, სადაც 16:00 საათზე გაიმართა დასკვნითი სიტყვით გამოსვლები და კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500,000 ადამიანმა, ხოლო ოფიციალური წყაროების თანახმად — ქვეყნის მასშტაბით, ეს რიცხვი თითქმის მილიონს მიუახლოვდა. სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, იმავე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება. თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა – ახალი წელი ლგბტ-“გრინჩმა” მოჰპარა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახალი წლის შოუს ორგანიზატორმა (Berlin feiert Silvester GmbH (BfS)) ღონისძიების გაუქმების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინის ხელისუფლებაც შოუსთვის დაფინანსებას არ გამოყოფს – რა დროს ახალი წელია, როდესაც უკრაინაში ომია. ხოლო პრაიდი – ეს ხომ “სულ სხვა ტაშია”,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
Next: არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.