Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

მარშალ პრესი 30/07/2025
050

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება.

ბანაკი ქართველ ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. ისევე როგორც, ეს პროექტი უნგრელ ახალგაზრდებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს.

ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება ტრენინგები და სემინარები, რომლებიც კონცენტრირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და თანამედროვე ევროპული მიდგომები რეგიონული განვითარების მიმართულებით.

2025 წლის 17 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ერთობლივი კონფერენციებისა და პროექტების განხორციელებას, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების ორგანიზებასა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას განათლების, კულტურის, სპორტისა და მოხალისეობის მიმართულებით.

თანამშრომლობას საფუძვლად უდევს საერთო რწმენა, რომ ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების უწყვეტი გაცვლა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი წარმატებისთვის.

Post navigation

Previous: სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საყრდენები
Next: გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.