Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა

მარშალ პრესი 30/07/2025
archil gamzardia

“ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა. გამზარდიასთვის უცნობია, ბაჩიაშვილის ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

“ბუნებრივია, ჩვენ არ გვეხელეწიფება, რაიმე ინფორმაცია ან მივიღოთ უნდობლად ან სანდოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვუსმენთ მხოლოდ მხარეს, რომელიც ლაპარაკობს და თავისთავად, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება ამ ყველაფერში სიმართლე ან ტყუილი გამოვადნოთ. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი ძნელია. არ ვიცი, ბაჩიაშვილი საკმაოდ შეუმჩნეველი ფიგურა იყო და მისი ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას, ან პირიქით, ამის წინააღნდეგ წასვლას. მეტიც, სანამ ბაჩიაშვილი ასოცირებული იყო ივანიშვილთან, მისგან ანტიდასავლური პროპაგანდა ბაჩიაშვილის პერსონას კი არ შეეხებოდა იმდენად, ბიძინა ივანიშვილს უფრო შეეხებოდა და კიდევ ერთხელ, საზოგადოება იტყოდა იმას, რომ, აი ივანიშვილი თავისი სანაცნობო სივრციდან, ყოფილი თუ არსებული პარტნიორებიდან ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ანუ, ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და ამ შემთხვევაში მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ, მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვიცი ტყუილი და მართალი და მხოლოდ და მხოლოდ ინტუიტიურად ვმსჯელობ. უბრალოდ ამ ნაწილში მე მაინდამაინც სანდოდ ვერ ვუყურებ”- განაცხადა გამზარდიამ.

Post navigation

Previous: გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება
Next: ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა აშშ-თან გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში, გოლფის მოედანზე დაიდო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.