Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საყრდენები

მარშალ პრესი 30/07/2025
06

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როდესაც უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.

„მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენია ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნება, ელიენოკრატიამ, ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგს და იდეოლოგიას იზიარებენ. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა – იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა
Next: ,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.