Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

მარშალ პრესი 29/07/2025
525302937_1187160676772673_992467868946449884_n

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ, ბახთიარ ისლამოვმა, ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდულ კავშირს შორის ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანულ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სტრუქტურა, საქმიანობის სფეროები და სამომავლო გეგმები გააცნო და თბილისში მოიწვია.
ბახთიარ ისლამოვმა თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

Post navigation

Previous: ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა
Next: თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.