Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა

მარშალ პრესი 30/07/2025
shalva papuashvili

ყველაფერი იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ. რა თქმა უნდა, მათი შანსი ნულის ქვემოთ არის, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.

მისი თქმით, „თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა“.

„ერთი მხრივ, რადიკალური ოპოზიციის ფრთა გვყავს, რომელიც დემოკრატიას საერთოდ ემიჯნება, მეორე მხრივ, ორი პარტია არ მონაწილეობს, ორი მონაწილეობს. თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს მანდატით ისეთი ადამიანები არ სჭირდება, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ქვეყნის ომში შეთრევა, ქვეყნის ეკონომიკური ნგრევა და საკუთარი ხალხის დაზიანება. ასეთ ადამიანებს მანდატს როგორ მისცემენ? ეს კიდევ ერთხელ კვლევამაც აჩვენა. ვნახოთ, კანდიდატად ვის შეარჩევენ, თუმცა იმ ცირკიდან, რომელსაც ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი ამ კანდიდატურის წამოყენება იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა
Next: ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამახსენა, ამ „კარის წითელი ინტელიგენციის“ თვალსაჩინო წამომადგენლის ქეთი დოლიძის ეპატაჟებმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.