Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

მარშალ პრესი 29/07/2025
shalva papuashvili

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს.

„თავისთავად, ეს პროცედურები, რომლებიც მიმდინარეობს, გამომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ვხედავთ ჩვენ, რომ პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს. ორი რამე უნდა ითქვას. პირველი, რაც შეეხება 20 ივნისს, უტყუარია, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. მათ შორის, იმავე სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. აქ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ნიკა მელიას და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ ააფარა პირდაპირ თავისი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ეძახდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. დღევანდელი გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ, ერთი, ეს იყო შტურმი და ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ამ ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ მოქმედებებისა, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა. ასე, რომ ვნახოთ. გამოიძიებს ყველაფერს პროკურატურა და შედეგსაც ვნახავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20 – 21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?
Next: ,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.