Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვხედავთ ხაბეიშვილის პირდაპირ აღიარებას, რომ აგენტობდა და აგენტობს

მარშალ პრესი 29/07/2025
tamta megrelishvili

სამწუხაროა, ამ თემაზე რომ მიწევს დაწერა, მაგრამ ვხედავთ ხაბეიშვილის პირდაპირ აღიარებას, რომ აგენტობდა და აგენტობს, ასევე ვხედავთ მის დაბნეულობას, რასაც ემატება ინტელექტის ნაკლებობაც. ამ ვითარებაში კი უამრავ შეცდომას უშვებს და ჩვენებას იძლევა, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ლევან ხაბეიშვილის მიმართვას “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის “სალაპარაკო ადამიანს მოძებნის, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი.”

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ხაბეიშვილი პირდაპირ ეუბნება ივანიშვილს, რომ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე “გვერდზე გასწიოს” და გამოჩნდება ადამიანი, ვინც მას დაელაპარაკება, რითაც პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ ხაბეიშვილი ხუთიათას ლარიანი აგენტია, თავადვე დაადასტურა.

“ეს ვიდეო გუშინ შემხვდა და აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე. არის ასეთი ბრძნული ებრაული ანდაზა – “იმით, რაც პეტრემ მითხრა პავლეზე, პეტრეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზე”… სამწუხაროა, ამ თემაზე რომ მიწევს დაწერა, მაგრამ ვხედავთ ხაბეიშვილის პირდაპირ აღიარებას, რომ აგენტობდა და აგენტობს, ასევე ვხედავთ მის დაბნეულობას, რასაც ემატება ინტელექტის ნაკლებობაც. ამ ვითარებაში კი უამრავ შეცდომას უშვებს და ჩვენებას იძლევა. პირდაპირ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, გვერდზე გაწიე კობახიძე და მდინარაძე და გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგელაპარაკებათ, რადგან თქვენთან საქმის დალაგება გვინდაო. ხოდა როდესაც ბატონმა კობახიძემ თქვა, ხაბე 5 ათას ლარიანი აგენტიაო, თავისი პირით ხომ დაადასტურა და მალე სახელების და გვარების გამოქვეყნების დროც მოვა, ვისთან აგენტობდა, ან რამდენ, წასულ ადამიანთან.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია
Next: როდესაც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებ, ღალატითვე დაასრულებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.