Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია

მარშალ პრესი 29/07/2025
European Union, 2023 - Source: EP - Laia Ros

European Union, 2023 - Source: EP - Laia Ros

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატი კატარინა ბარლი აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას აკრიტიკებს. გერმანელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია.

კატარინა ბარლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება შეერთებულ შტატებზე ევროკავშირის სტრუქტურულ დამოკიდებულებას გაზრდის. ბარლის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტარიფები, არამედ ევროპის „სტრატეგიული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაც.

„ეს შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია. კომისია უზარმაზარ ზეწოლას დაემორჩილა. თანასწორი პირობებით სამართლიანი შეთანხმების ნაცვლად, ახლა ჩვენ გვაქვს კომპრომისი, რომელიც ტვირთად აწვება ევროპის ძირითად ინდუსტრიებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს სტრუქტურულ დამოკიდებულებას აშშ-ზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია კრიტიკულ ტექნოლოგიებში, ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ევროპა მსოფლიოში საკუთარი თავის ჭეშმარიტად დამკვიდრებას“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ
Next: ვხედავთ ხაბეიშვილის პირდაპირ აღიარებას, რომ აგენტობდა და აგენტობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.