Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებ, ღალატითვე დაასრულებ

მარშალ პრესი 29/07/2025
tamar chiburdanidze

„დღეს ოპოზიციის მესვეურები ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ მათი ქმედება არა აგენტობა, არამედ, ქვეყნის ხსნაა. არადა, ხალხი კარგად ხვდება ყველაფერს და სწორედ ამაზე მეტყველებს, თუნდაც “გორბის” ბოლო კვლევები, სადაც ქართველ ამომრჩეველთა არჩევანი უკვე დაფიქსირებულია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ექსპერტი ეხმიანება ვიქტორ ყიფიანის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებს, მოღვაწეობას ღალატითვე დაასრულებს. „თუკი რომელიმე სფერო მოითხოვს ადამიანისგან ერთგულებას, უპირველესი ეს პოლიტიკაა.

აქ საუბარია არა მარტო პოლიტიკური გუნდის ან პარტიის მიმართ ერთგულებაზე, არამედ, უფრო მნიშვნელოვანზე – სახელმწიფოს მიმართ ერთგულებაზე. პოლიტიკაში ადამიანის სანდოობის მოპოვებას გარკვეული დრო სჭირდება, სანამ კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოცდა არ მოხდება. ასევე, გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი ნიშა აიღოს. როგორც ვიქტორ ყიფიანის ირგვლივ არსებული მასალებიდან ირკვევა, მან დროზე ადრე დაირქვა სახელი და ამ სახელით შემოდის პოლიტიკაში. არადა, როდესაც პოლიტიკაში მოღვაწეობას ღალატით იწყებ, ღალატითვე დაასრულებ. დღეს ოპოზიციის მესვეურები ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ მათი ქმედება არა აგენტობა, არამედ, ქვეყნის ხსნაა. არადა, ხალხი კარგად ხვდება ყველაფერს და სწორედ ამაზე მეტყველებს, თუნდაც “გორბის” ბოლო კვლევები, სადაც ქართველ ამომრჩეველთა არჩევანი უკვე დაფიქსირებულია. თითქმის ამ შედეგით მოდის საქართველოში არჩევნები მთელი 13 წელია და ასე იქნება მანამ, სანამ ამ მოღალატე ოპოზიციას სამშობლოს ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი არ ჩაანაცვლებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ვხედავთ ხაბეიშვილის პირდაპირ აღიარებას, რომ აგენტობდა და აგენტობს
Next: ხაბე რომ 5000 ლარიანი აგენტია წყალი არ გაუვა, ხოლო ვისი აგენტიც ხაბეა არის მოღალატე არამხოლოდ ოცნების, არამედ ქვეყნისაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.