Skip to content
21/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

მარშალ პრესი 20/07/2025
521516958_1080291780235332_8692561630902027599_n

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება.

მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა
Next: ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძისა და ოპოზიციის დიაგნოზია – რაც შეეხება ზურაბიშვილს, ფაქტია, „პატრიოტმა“ ოპოზიციამ ლიდერად აღიარა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025